пятница, 6 марта 2015 г.

მე-9 დღის რეფლექსია

      მე ვფიქრობ, რომ  დღევანდელი დღე  საინტერესო  იყო  იმით,  რომ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე, მოვახდინეთ მათი პრეზენტაცია, გავეცანით კოლეგების პროექტებს, შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები. ტრენინგზე  შეძენილი  ცოდნა მომავალში დამეხმარება პროექტის სწორად და საინტერესოდ დაგეგმვაში.
       რაც შეეხება ამ ცხრადღიან ურთიერთობებს საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. რისთვისაც ნინო ძალიან დიდი მადლობა, მადლობა იმ თბილი გარემოსთვის რომელიც დაგვახვედრე.

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით რომ, დავასრულეთ სასწავლო პროცედურებზე მუშაობა,დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები, დავდეთ კითხვარები,.ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა. შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, მათი გამოქვენება Blogger-ზე. ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააჭირეთ ბმულს

пятница, 27 февраля 2015 г.

მე-7 დღის რეფლექსია

    მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას. ვისწავლეთ ბლოგზე  ვიდეოების დადება,  გაჯეტების დამატება.

პრეზენტაცია

среда, 25 февраля 2015 г.

მე-6 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შევადგინეთ მოსწავლის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების სქემა, რომელიც დგვეხმარება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაში. აგრეთვე ვისწავლეთ მულტიმედიური ნამუშევრის ბლოგზე განთავსება.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

пятница, 20 февраля 2015 г.

მე-5 დღის რეფლექსია

         მე ვფიქრობ, რომ  დღევანდელი დღე  საინტერესო  იყო  იმით  რომ, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, რომლის დაცვა  და ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლეთ ფოტო და ვიდეო მასალების ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან, მათი მისამართების, link-ების შენახვა. დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, და დავიწყეთ ამ სავარაუდო ნამუშევრის აწყობა  "PowerPoint"-ში.

среда, 18 февраля 2015 г.

მე-4 დღის რეფლექსია


       მე ვფიქრობ , რომ  დღევანდელი დღე  საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო , იმით რომ ჩვენ განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და შევარჩიეთ ის ფორმები, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენს  მოსწავლეებს პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. 
   ვიმუშავეთ word-ში  და შევქმენით სხვადასხვა სქემები, რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებლად.

пятница, 13 февраля 2015 г.

მე-3 დღის რეფლექსია

       მე ვფიქრობ ,რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, განვიხილეთ თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი, სადაც აუცილებელია სტანდარტის გათვალისწინება და მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება., რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. აგრეთვე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე. ვისწავლეთ ფაილების გაზიარება რამდენიმე ადამიანთან ერთდროულად, მასზე მუშაობა და კორექტირება. 

среда, 11 февраля 2015 г.

მე-2 დღის რეფლექსია

   მე ვფიქრობ ,რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით რომ ვისწავლეთ ბროშურების შექმნა, შაბლონების გამოყენება, გავიხსენე word-ის ზოგიერთი ფუნქციის მნიშვნელობა და გამოყენება. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროექტებზე მუშაობაში.