пятница, 6 марта 2015 г.

მე-9 დღის რეფლექსია

      მე ვფიქრობ, რომ  დღევანდელი დღე  საინტერესო  იყო  იმით,  რომ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე, მოვახდინეთ მათი პრეზენტაცია, გავეცანით კოლეგების პროექტებს, შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები. ტრენინგზე  შეძენილი  ცოდნა მომავალში დამეხმარება პროექტის სწორად და საინტერესოდ დაგეგმვაში.
       რაც შეეხება ამ ცხრადღიან ურთიერთობებს საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. რისთვისაც ნინო ძალიან დიდი მადლობა, მადლობა იმ თბილი გარემოსთვის რომელიც დაგვახვედრე.

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით რომ, დავასრულეთ სასწავლო პროცედურებზე მუშაობა,დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები, დავდეთ კითხვარები,.ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა. შევისწავლეთ gmail.com-ზე Drive-ში ტესტების შექმნა, მათი დიზაინის შეცვლა, მათი გამოქვენება Blogger-ზე. ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააჭირეთ ბმულს

пятница, 27 февраля 2015 г.

მე-7 დღის რეფლექსია

    მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაციის დამხმარე შაბლონი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას. ვისწავლეთ ბლოგზე  ვიდეოების დადება,  გაჯეტების დამატება.

პრეზენტაცია

среда, 25 февраля 2015 г.

მე-6 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შევადგინეთ მოსწავლის მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების სქემა, რომელიც დგვეხმარება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაში. აგრეთვე ვისწავლეთ მულტიმედიური ნამუშევრის ბლოგზე განთავსება.